იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეები უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აქტივიბების გაზრდის ფონზე, ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
სამინისტროს ცნობით, სუნაკმა და კიშიდამ დაადასტურეს, რომ იაპონია და ბრიტანეთი დააჩქარებენ მოლაპარაკებებს, რომლებიც გააძლიერებს თავსებადობასა და თანამშრომლობას მათ შეიარაღებულ ძალებს შორის, ასეევე, შეთანხმებას მოიერიშე თვითმფრინავების ერთობლივად შექმნის მიზნით.