იაპონია და დიდი ბრიტანეთი აპირებენ ხელი მოაწერონ მთავარ თავდაცვის პაქტს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყნებს, გააძლიერონ თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ინდო-წყნარ ოკეანეში და გაზარდონ შეკავება ჩინეთიდან მზარდი საფრთხის წინააღმდეგ.
FT-ის ინფორმაციით, დოკუმენტის გაფორმება დეკემბერში იგეგმება.
გამოცემის წყაროს ცნობით, ქვეყნები ორმხრივ შეთანხმებას (RAA) მოაწერენ ხელს, რაც კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ტოკიო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავდაცვით კავშირებს კიდევ უფრო აღრმავებს, რათა ტაივანის გარშემო ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მოემზაადოს.
პაქტი ერთობლივი წვრთნების ჩატარებასა და ლოგისტიკურ თანამშრომლობას გაამარტივებს. ის ასევე უზრუნველყოფს საკანონმდებლო ჩარჩოს, რათა ხსენებულ სახელმწიფოებში ერთმანეთის ჯარების შესვლისთვის მძიმე ბიუროკრატიული ბარიერი გაამარტივოს.
„იაპონიასა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი შეთანხმება საშუალებას მისცემს ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს უფრო ადვილად განლაგდნენ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში“, - ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ზაკ კუპერი.
The Financial Times-ის წერს, რომ პაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე, დიდ ბრიტანეთში ფუმიო კიშიდას ვიზიტის დროს შეთანხმდნენ, როდესაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი იმჟამინდელ პრემიერს ბორის ჯონსონს შეხვდა.