კიევის ხელისუფლებამ სამმილიონიანი ქალაქის ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო, იტყობინება New York Times. ასეთ სცენარს უკრაინა ელექტროენერგიის სრული გათიშვის პირობებში განიხილავს.
„თუ არ იქნება ელექტროენერგია, წყალი და სხვა საჭიროებები, ქალაქის ადმინისტრაცია მიმართავს ყველა შესაძლო ზომას ჩვენი ელექტრომომარაგების სისტემის დასაცავად", - განაცხადა კიევის მუნიციპალური მთავრობის უსაფრთხოების დირექტორმა, რომან ტკაჩუკმა.
რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% უკვე დააზიანეს ან გაანადგურეს. რუსეთის ხელმძღვანელობა საჯაროდ აღიარებს, რომ მისი მიზანია, ხელი შეუშალოს მშვიდობიანი მოსახლეობის წვდომას ელექტროენერგიასა და გათბობაზე, რაც უკრაინაში პოტენციურ ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.
მაგალითად, 22 ოქტომბერს, უკრაინის მასშტაბით, 1,4 მილიონზე მეტ უკრაინულ ოჯახს ელექტროენერგია შეუწყდა.