ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში სამგზავრო თვითმფრინავი იმ დროს ჩამოვარდა, როცა ქალაქ ბუკობის აეროპორტში დაშვებას, ქარიშხლის პირობებში ცდილობდა.

ტანზანიის სამაუწყებლო კორპორაცია (TBC) იტყობინება, რომ ამ დროისთვის 15 ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ უცნობია, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა Precision Air-ის რეისზე ან არის თუ არა მსხვერპლი.