გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავენ - მედია

გერმანია და ევროკავშირის რვა სხვა წევრი ქვეყანა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს, იტყობინება ჟურნალი Der Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით. 

ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.

მოსალოდნელია, რომ ხსენებულ პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო შეხვედრაზე, 14 ნოემბერს დაამტკიცებენ.

სანქციები შეეხება ისლამურ რესპუბლიკაში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს.

გერმანიის მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია.

ისლამურ რესპუბლიკასა და დასავლეთს შორის კავშირები სულ უფრო იძაბება იმ ფონზე, როცა ირანელები ანტისამთავრობო პროტესტს აგრძელებენ.