იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა (ASDF) და აშშ-ს არმიამ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივ საჰაერო ძალების წვრთნებში იაპონიის საჰაერო ძალების 9 სამხედრო თვითმფრინავი, საჰაერო ძალების F-2 და ამერიკული B1-B ბომბდამშენი და F-16 თვითმფრინავი მონაწილეობდნენ.
„წვრთნები ორი მოკავშირე ძალის მჭიდრო ურთიერთქმედების დემონსტრირებას ისახავს მიზნად“,- აცხადებენ იაპონიის თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ASDF-მა და აშშ-ს სამხედროებმა, რეგიონში უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის მიზნით მზადყოფნა გამოავლინეს.
იაპონიის თავდაცვის უწყების ცნობით, 2022 წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ გაეროს რეზოლუციების დარღვევით, 30-ზე მეტი მრავალმხრივი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.
ჩრდილოეთ კორეის მიერ 4 ოქტომბერს გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ იაპონიას გადაუარა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ბოლოს მსგავსი გამოცდა ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის სექტემბერში ჩაატარა.