ამერიკული კორპორაცია Meta Platforms-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ამ კვირაში თანამშრომლების ფართომასშტაბიანი გათავისუფლების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
მოსალოდნელია, რომ სამსახურის დატოვება ათასობით მუშაკს მოუწევს.
წყაროების ცნობით, Meta Platforms-ის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად, 9 ნოემბერს გახდება ცნობილი.
სექტემბრის ბოლოსთვის Meta Platforms-ში 87 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თანამშრომლების ასეთი ფართომასშტაბიანი შემცირება, კომპანიის ისტორიაში პირველად მოხდება.
Meta Platforms-ის პრესსპიკერმა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა.