რუსული მედიის ცნობით, ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი რუსეთში დაბრუნდა.
„რია ნოვოსტი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სობჩაკმა რუსეთის ფედერაციის საზღვრი ფსკოვის ოლქში გადმოკვეთა და რუსეთში მეუღლესთან, კონსტანტინე ბოგომოლოვთან ერთად დაბრუნდა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რუსეთი 25-26 ოქტომბრის ღამეს დატოვა.
25 ოქტომბერს ცნობილი გახდა სობჩაკის კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის დაკავების შესახებ.
გამომძიებლების თქმით, ის „ნეგატიური ინფორმაციის არ გამოქვეყნებისთვის, ფულის გამოძალვის ბრალდებით“ დააკავეს. 26 ოქტომბერს „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მახლობლად, ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.