რესპუბლიკელების ლიდერი მიტჩ მაკკონელი: ტრამპმა ამბოხი წაახალისა

რესპუბლიკელების ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე აღიარა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, საკუთარი მოწოდებით, 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხრეების შეჭრა და ძალადობა წაახალისა.

ამბოხებულები, რომლებმაც კაპიტოლიუმის უსაფრთხოებას დააღწიეს თავი, ტრამპის შეგონებით, კანონმდებლებს დაუპირისპირდნენ არჩევნების გაყალბების ბრალდებით. თუმცა, კანონმდებლები არ აჰყვნენ შიშს და "უარი განაცხადეს ვეტოს ძალა მიეცათ თავმდამსხმელებისთვის აშშ-ზე კონტროლისათვის", - განაცხადა რესპუბლიკელთა ლიდერმა.

კაპიტოლიუმში შეჭრას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთი კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი იყო.