„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88%-ს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა კახა კალაძე 51%-ით, მესამეზე - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 44 პროცენტით.
პერსონების მოწონების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- პატრიარქი ილია მეორე - 88 %;
- კახა კალაძე - 51%;
- ირაკლი ღარიბაშვილი - 44 %;
- ანა დოლიძე - 40 %;
- სალომე ზურაბიშვილი - 38%;
- დავით უსუფაშვილი - 38%;
- ნინო ლომჯარია - 38 %;
- გიორგი გახარია - 37%;
- გიორგი ვაშაძე - 37%;
- ბიძინა ივანიშვილი - 36%;
- ირაკლი კობახიძე - 34%;
- ელენე ხოშტარია - 33%;
- მიხეილ სააკაშვილი - 33%;
- შალვა ნათელაშვილი - 33%;
- ნიკა მელია - 32%;
- ხატია დეკანოიძე - 31%;
- ალეკო ელისაშვილი- 30%;
- მამუკა ხაზარაძე - 29%;
- შალვა პაპუაშვილი - 28 %;
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26 %;
- ბადრი ჯაფარიძე - 23%;
- გიგა ბოკერია - 17 %;
- ხათუნა სამნიძე - 15 %.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.