საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 25% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%.
გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:
„ქართულ იოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 25%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 12%;
„საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია - 3%;
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 3%;
„სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“ - 2%;
„დროა - ელენე ხოშტარია“ - 2%;
„ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი - 2%;
„ხალხისთვის“ - ანა დოლიძე - 2%;
„გირჩი“ - 2%;
„პატრიოტთა ალიანსი “- დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი - 2%;
„ლელო“ - 1% ;
„მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილი - 1%;
„კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო“ - 1%;
სხვები - 2%
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11% ხმას არ მივცემდი - 6% არ ვიცი - 16% უარი პასუხზე - 7%.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.