უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენიმე უმსხვილესი საწარმოს აქტივების ნაციონალიზაციას გამოეხმაურა.
კერძოდ, მათ შორისაა ძრავების მწარმოებელი Motorsich-ისა და ქვეყნის მთავარი ნავთობკომპანიების - Ukrnafta-სა და Ukrtatneft-ის აქტივები.
ზელენსკის თქმით, ეს აუცილებელი იყო ომის დროს უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
„ასეთი ნაბიჯები, ომის პირობებში ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია. ეს ხდება მოქმედი კანონების შესაბამისად. ამ რთულ დროს, ჩვენ მთელი ძალები უნდა მივმართოთ ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად და მხარი დავუჭიროთ უკრაინის არმიას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ყველა ეს საწარმო უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის 24/7 -ზე იმუშავებს.