სანქტ-პეტერბურგში საჰაერო განგაშის აპარატურა გატესტეს

სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში საჰაერო განგაშის სიგნალი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუშაობდა.

რუსული მედიის ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემის მუშაობა გატესტეს. ქალაქის მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული.

„სანქტ-პეტერბურგის მთელ ტერიტორიაზე ელექტრომექანიკური და ელექტრონული სიგნალები ტესტირების მიზნით ჩაირთო,“- განაცხადეს ქალაქის მონიტორინგის ცენტრში.