უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა დაუშვა

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა დაუშვა. შესაბამისი ნებართვა მან უკვე მისცა ეკლესიებს. CNN წერს, რომ ეს ყველაფერი მოსკოვთან განხეთქილების გაღრმავების ფონზე ხდება.

მედია წერის, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება აძლიერებს განხეთქილებას, რაც კიდევ უფრო გამწვავდა უკრაინაში რუსეთის შეჭრით.

„გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც გათვალისწინებული იყო მრავალი თხოვნა, ასევე დისკუსია, რომელიც მრავალი წელია, მიმდინარეობს ეკლესიასა და საზოგადოებაში. განსაკუთრებით, ომის გარემოებებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებაში.

CNN წერს, რომ ხსენებული განხეთქილება უფრო ღია გახდა 2018 წელს, მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა, რომელიც მთელ მსოფლიოში მართლმადიდებელთა სულიერ ლიდერად ითვლება, მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

რუსეთის პატრიარქი კირილი კვლავ ღიად უჭერს მხარს უკრაინაში შეჭრას და აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცები ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან.