ამერიკის საელჩო: იშვიათად ყოფილა რეგიონული სტაბილურობა უფრო დიდი საფრთხის ქვეშ და იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლა

თბილისში გამართული საერთაშორისო ფორუმისადმი მიძღვნილ ტექსტში ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ იშვიათად ყოფილა რეგიონული სტაბილურობა უფრო დიდი საფრთხის ქვეშ და იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ახლა, როდესაც რუსეთი აგრძელებს თავის სასტიკ, არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

„მნიშვნელოვანი დიალოგის გასამართად თბილისის მეოთხე საერთაშორისო ფორუმზე რეგიონული სტაბილურობისთვის შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები შეიკრიბნენ და განიხილავენ ბირთვულ-რადიოლოგიურ უსაფრთხოებას მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით.

შეერთებული შტატები სიამაყით უჭერს მხარს ამ ფორუმს და ვიმედოვნებთ, რომ ეს და სხვადასხვა ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის ხელშემწყობი იქნება“, - წერია განცხადებაში.