8 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინას 14,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აქვს. ასევე არის 1,5 მილიონი ტონა ქვანახშირი, რაც თითქმის ორჯერ მეტია საჭირო გარანტირებულ რეზერვზე.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 14,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მარაგში. ამ რესურსის 98%, არის უკრაინული გაზი“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, უკრაინამ ომის მიუხედავად, ცხრა თვის განმავლობაში 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა.