პოლონეთი გააფართოვებს სამხედრო ბაზას, რომელიც აშშ-ის საბრძოლო საავიაციო ბრიგადას მასპინძლობს. ვარშავა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში აშშ-ის წარმომადგენლობას ზრდის.
თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ბაზა, რომელიც მასპინძლობს აშშ-ის (Apache-ს) დამრტყმელ ვერტმფრენებს, პოლონეთისა და NATO-ს ძალების მხარდასაჭერად, აშშ-ის საჰაერო ძალების ოპერატიულ შესაძლებლობებს გააძლიერებს.
„პოვიცი „იქცევა სამხედრო კომპლექსად, რომელიც ემზადება პოლონეთისა და NATO-ს ძალების მხარდასაჭერად, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე“, - განაცხადა ბლაშჩაკმა.
ბაზის გაფართოება ვაშინგტონსა და ვარშავას შორის 2020 წლის შეთანხმების ნაწილია, რომელიც მოიცავს გაძლიერებულ თავდაცვის თანამშრომლობას და 114 ინფრასტრუქტურულ პროექტს 11 ლოკაციაზე.
ვარშავა ასევე აპირებს საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას აშშ-დან ვერტმფრენებისა და ტანკების შეძენით. მოსალოდნელია, რომ პოლონეთი მომავალ წელს, აბრამსის ტანკებს მიიღებს.
ბაიდენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლონეთში „დროებით“ განლაგებული აშშ-ის ძალები, სავარაუდოდ, იქ „დიდი ხნით“ დარჩებიან.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ეს ნიშნავს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდას პოლონეთსა და მთელ რეგიონში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა პოლონეთში მარკ ბჟეზინსკიმ.