რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, ირანში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია უშიშროების საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
მანამდე ინფორმაცია პატრუშევის თეირანში ვიზიტზე, ირანულმა მედიამ გაავრცელა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ცნობით, პატრუშევი თეირანში სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ირანული ბალისტიკური რაკეტების შეძენასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ჩავიდა.
მანამდე უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტიის გარდა, ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს.