ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციას.
„მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ის. რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის და ხალხისთვის.
შესაბამისად, ის რაც არის მოცემული რეზოლუციაში ამ ყველაფერს ნამდვილად არ ვეთანხმები. რაც შეეხება ევროპულ გზას, ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, იგივე თუნდაც 12 პუნქტიანი დათქმა, ის რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებული და გაკეთებული იქნება. იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, - განაცხადა კალაძემ.