თურქეთი არ აპირებს ფოკუსირებას მხოლოდ რუსულ გაზზე, ფსონებს ვდებთ სხვა მიმწოდებლებზე, მათ შორის შეერთებულ შტატებზე, განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმოზმა.
„რუსეთი არის მნიშვნელოვანი ენერგომომწოდებელი, რომელიც ბოლო დრომდე ფარავდა ევროპის გაზის მოთხოვნის მესამედს. რაც შეეხება თურქეთს, რუსული გაზი ჩვენი ქვეყნის მოხმარების სულ მცირე 40%-ს შეადგენს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ კონცენტრირებას მხოლოდ ერთ წყაროზე. სამომავლოდ, ჩვენ ვდებთ ფსონს ირანზე, აზერბაიჯანზე, ერაყსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, ასევე, ყატარსა და ომანზე თხევადი გაზისთვის.
ამავდროულად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ალჟირთან და თუნდაც ნიგერიასთან. საჭიროების შემთხვევაში, ვყიდულობთ თხევად გაზს აშშ-დან“, - ციტირებს მინისტრს სააგენტო Anadolu.
რუსეთი თურქეთისთვის გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსულ გაზზე მოთხოვნა 44 პროცენტს შეადგენს.