გერმანიამ უკრაინას IRIS-T SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები მიაწოდა, განაცხადა გერმანიის მთავრობამ.
გარდა ამისა, უკრაინამ სხვა სამხედრო დახმარებაც მიიღო, მათ შორის 5 სატანკო გადამზიდი და ამწე.
გერმანული მხარის ცნობიტ, ბერლინი უკრაინას ასევე აწვდის ნაღმების გამწმენდ სისტემებსა და სხვა აღჭურვილობას.
11 ოქტომბერს, გერმანიამ უკრაინას პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ი მიაწოდა. IRIS-T SLM არის გერმანული წარმოების ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა. სისტემა შეიმუშავა გერმანულმა თავდაცვის კომპანია Diehl Defence-მა. სისტემა შექმნილია ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე თვითმფრინავების, ვერტმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად.