დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის, ათასამდე საზენიტო რაკეტის გადაცემის პროცესს მალე დაასრულებს.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუ რომელი ტიპის რაკეტები გადასცა უკრაინას.
ამ დრომდე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამ აღჭურვილობით თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების განეიტრალებაა შესაძლებელი, რაც უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ ოქტომბრის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ უკრაინისთვის საზენიტო რაკეტების გადაცემას გეგმავდა.