ესპანურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Help to Ukraine-მ, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტების დისტანციური კვლევისთვის, 20 სამედიცინო რობოტი Homedoctor-ი გადასცა.
ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
„ამ რობოტების გამოყენებით, უკრაინულენოვანი ექიმები ესპანეთში, შემდეგ კი უკრაინაში, პაციენტების გამოკვლევას ქვეყნის ყველაზე მიუწვდომელ რეგიონებში ომის პირობებში, დისტანციურად შეძლებენ", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაში.