- „რესპუბლიკელები“ იკავებენ 6 ადგილს წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც მანამდე „დემოკრატებს“ ეკავათ.
წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 207 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი, 184 მანდატის მოპოვება შეძლეს.
ხმების დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს.
CNN წერს, რომ 35-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.
რაც შეეხება სენატს, აქ „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ ისევ თანაბარი, 48-48 ადგილი აქვთ.