უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს, განსაკუთრებით ამერიკელ გადამხდელებს, მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც მათ უკრაინას გაუწიეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა CNN-ს განუცხადა.
ზელენსკიმ ამ დახმარების გაგრძელების იმედი გამოთქვა.
„ჩვენ მადლობელი ვართ ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა არჩევნების შემდეგ გაგრძელდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დონის მხარდაჭერის შენარჩუნება, რადგან აშშ-ის მხარდაჭერა გზავნის „ძალიან მნიშვნელოვან, ძლიერ სიგნალს“.