იაპონია და აშშ ერთობლივ წვრთნებს ატარებენ.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში იაპონიის მხრიდან 26 000 სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვის ძალები მიიღებენ მონაწილეობას.
ამერიკული მხრიდან მონაწილეობას მიიღებს 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის კოსმოსური დივიზიიდან.
გარდა ამისა, მანევრებში ჩაერთვება იაპონიის თავდაცვის ძალების 20 ხომალდი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების 10 ხომალდი, ასევე, იაპონიის თავდაცვის ძალების 250 თვითმფრინავი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების 120 თვითმფრინავი.
სულ ოთხი ხომალდი და ორი თვითმფრინავი ავსტრალიის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებიდან ასევე შეუერთდება წვრთნებს.
სწავლება 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.