საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე აკეთებს კომენტარს. მისი თქმით, ამ დოკუმენტის შემუშავების დროს, არაჯანსაღი კომპრომისია გათვალისწინებული.
„ჩვენ გვთავაზობენ, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ მიხეილ სააკაშვილს ვუწოდოთ "დემოკრატიის შუქურა" და ა.შ. "ნიუსპიკი" - ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი სიყალბეების აღიარებას არ ვაპირებთ.
ასეთი ამობრუნებული რეალობის შემქმნელი მხოლოდ ერთი სახელმწიფო მახსენდება, ეს არის რუსეთი. სამწუხაროა, როდესაც ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი - თეთრი ვერ გახდება შავი და შავი ვერ იქცევა თეთრად, მიუხედავად იმისა, ვის რა აღქმების შექმნა სურს", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე რადიო თავისუფლების ცნობით.
რა წერია დოკუმენტში, შემდეგ ბმულზე ნახეთ