ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7261 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7328 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.67 თეთრი შეადგინა.

"გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7114 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7446 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.32 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1465 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1028 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.