პოლონეთმა სანქცირებულთა სიაში, „ახმატის ბატალიონის“ მეთაური და ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის თანაშემწე აფტი ალაუდინოვი შეიყვანა.
აპტი ალაუდინოვი, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-მაიორი, ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და კადიროვის ჩეჩნური ბატალიონის ახმატის მეთაურია, რომელიც უკრაინაში იბრძვის.
2020 წლიდან ის გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება. სანქციები მას ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლასა და იქ საბანკო ანგარიშების გამოყენებას უკრძალავს. აპტი ალაუდინოვი ჯერ არ არის ევროკავშირის სანქციების სიაში.