ესპანეთი დამატებით, Hawk-ის ტიპის რაკეტების გამშვებს გაუგზავნის უკრაინას. ოთხი ერთეული ასეთი დახმარება ესპანეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას.
ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა 10 ნოემბერს განაცხადა.
„შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ორი სისტემა გაიგზავნება უკრაინასი. ეს არის პასუხი იმ კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომლითაც NATO-მ და უკრაინამ მოგვმართწეს“, - განაცხადა ესპანელმა მინისტრმა.
ნოემბრის დასაწყისში უკრაინამ ესპანეთიდან მიიღო ოთხი საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, იარაღი და საბრძოლო მასალა.