რუსეთი ეკონომიკურ მაჩვენებლებს მალავს

რუსეთის ხელისუფლება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ოფიციალური სტატისტიკის გასაიდუმლოებას განაგრძობს. 

საბაჟო და საბანკო სტატისტიკის, ოქროსა და სავალუტო რეზერვების, ფედერალური ბიუჯეტისა და ნავთობის წარმოების შესახებ მონაცემების გასაიდუმლოების შემდეგ, კრემლმა ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემებზე გრიფი „საიდუმლო“ დააწესა.

ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემები არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომელიც მთელ ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის ფედერაციაში ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მოხმარება ყოველ მეორე რეგიონში დაეცა: ცენტრის ენერგოსისტემაში მაჩვენებელი შემცირდა დაახლოებით 3%-ით, სამხრეთის ენერგოსისტემაში - 2,7%-ით, შუა ვოლგაში - 2%-ით, ჩრდილო-დასავლეთში - 1,7%-ით. ხოლო ურალის ენერგეტიკულ სისტემაში - 0,4%-ით. აღმოსავლეთისა და ციმბირის ენერგოსისტემებში მოხმარება გაიზარდა 2,9%-ით.