აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მომავალ კვირას უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ცნობილი, როგორც რამშტეინი) მეშვიდე შეხვედრას უმასპინძლებს.
„ამ შეხვედრას ვირტუალურად უმასპინძლებს პენტაგონი, რაც საშუალებას მისცემს მდივანს და თავდაცვის მინისტრებს 50-მდე ქვეყნიდან, განიხილონ ძალისხმევა უკრაინის და მისი სუვერენიტეტის დასაცავად“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა.
რამშტეინის ბოლო შეხვედრა 12 ოქტომბერს ბრიუსელში შედგა. ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის მხარდაჭერით, ომის დინამიკა შეცვალეს.