Politico: ევროკავშირი უნგრეთის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ბლოკირებას „შანტაჟად“ მიიჩნევს

ბუდაპეშტი უკრაინისთვის განკუთვნილ 18 მილიარდიან მხარდაჭერის პაკეტს ბლოკავს, რათა ბრიუსელზე ზეწოლა მოახდინოს და თავიდან აიცილოს რესურსების გაყინვა უნგრეთისთვის, რომელსაც ევროკავშირი დემოკრატიული უკუსვლის გამო აჩერებს, იტყობინება Politico.

გამოცემა ციტირებს ევროკავშირის ოთხ ოფიციალურ პირს და დიპლომატს, რომლებიც ამ ნაბიჯს „შანტაჟის ტაქტიკად“ თვლიან.

ევროკომისიამ 9 ნოემბერს შესთავაზა კიევს 18 მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტი, რათა დაეხმაროს უკრაინას ძირითადი საჯარო სერვისების გადახდაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში.