„ღვთისა და თქვენ წინაშე, ვფიცავ რომ ყოველთვის დავიცავ კონსტიტუციას, დავიცავ დემოკრატიას, ამერიკას და ყველა თქვენგანს", - ეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის სიტყვებია, რომელიც მან ინაუგირაციაზე წარმოთქვა.
„ერთად უნდა დავწეროთ ამერიკის ახალი ისტორია, იმედის და არა შიშის, ერთობის და არა დაყოფის, სინათლის და არა წყვდიადის, სიყვარულისა და ღირსების ისტორია. დაე, ეს იყოს ამბავი, რომელიც ჩვენ გზას გაგვიკვალავს, შთაგვაგონებს და მომავალ თაობებს აჩვენებს, რომ ჩვენ ისტორიის გამოწვევებს ვპასუხობთ, დემოკრატია და იმედი ჩვენ დროს არ მომკვდარა, არამედ აყვავდა - ამერიკამ თავისუფლება შეინარჩუნა სახლში და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის დემოკრატიის შუქურა მსოფლიოსთვის. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ჯარისკაცები, მადლობა ამერიკა“, - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენი: ეს ამერიკის დღეა, ეს დემოკრატიის დღეა. დემოკრატიამ გაიმარჯვა.