გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლის ბიუჯეტიდან კიდევ ერთი მილიარდი ევრო გამოყოს.
ეს თანხა რუსული კიბერშეტევებისგან თავდაცვასა და ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაზე დაიხარჯება.
თანხის ნაწილი მიმართული იქნება ჯგუფების მხარდასაჭერად, რომლებიც აღრიცხავენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულების მტკიცებულებებს, რომელიც მათ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ დააფიქსირეს.
დაფინანსება ასევე მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, კერძოდ, ბელორუსში, რუსეთსა და უკრაინაში ჟურნალისტების დაცვას.