ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი არხში ჩავარდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სამართალდამცავი უწყებების ცნობით, შემთხვევა დაკაჰლიის საგუბერნატოროში, დაბა აგაში მოხდა.
ავტობუსში სულ 35 მგზავრი იმყოფებოდა. მომხდარზე მიმდიანრეობს გამოძიება.
ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.