ეგვიპტეში ავტობუსის არხში ჩავარდნის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი არხში ჩავარდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, შემთხვევა დაკაჰლიის საგუბერნატოროში, დაბა აგაში მოხდა.

ავტობუსში სულ 35 მგზავრი იმყოფებოდა. მომხდარზე მიმდიანრეობს გამოძიება.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.