ვოლოდიმირ ზელენსკი: თავდაცვის ძალებმა, ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებაზე დაამყარეს კონტროლი

12 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებაზე დაამყარეს კონტროლი. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

„დღეს საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალებმა ხერსონის რაიონის 60-ზე მეტ დასახლებაზე დაამყარეს კონტროლი, პოლიციამ სტაბილიზაციის ღონისძიებები დაიწყო. თავად ქალაქ ხერსონშიც მიმდინარეობს სტაბილიზაციის ღონისძიებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

2022 წლის 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან მათი ძალების გაყვანა დასრულდა. 

11 ნოემბერს, დილით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, რომ ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა ფრიალებდა. 

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა სამხედროების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოები. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა.