რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„მხარეებმა ორმხრივი დღის წესრიგის მთელი რიგი აქტუალური საკითხები განიხილეს, აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში, მათ შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში", - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.