სტამბოლში აფეთქება ქალის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი იყო. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა.
მან მომხდარს „სამარცხვინო თავდასხმა" უწოდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.
ოფიციალური ცნობებით, მსხვერპლთა შორის მამა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი არიან.
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავდა 80-ზე მეტი.