საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო. ღრმად თანავუგრძნობ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა ამ რთულ დროს“, - წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.
ამ დრომდე არსებული ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 80-ს აჭარბებს.