თეგი: სტამბული

სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის ინსპექტირება დასრულდა

რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის შემადგენლობაში არიან, უკრაინლული მარცვლეუთ დატვირთული პირველი გემის ინსპექტირება დაასრულეს. თურქული მხარე, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის ინსპექტირებას იწყებს თურქული მედიის ცნობით, გემის ინსპექტირების პროცესი სტამბოლთან ახლოს, რუმელიფენერის რაიონში განხორციელდა.  თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც ხორბალი ლივანის მიმართულებით გადააქვს თურქეთის სრუტეებს დღეს დატოვებს.     თურქეთის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ჯგუფის მუშაობის ფოტოები, რომლებიც გემს საათნახევრის განმავლობაში ათვალიერებდნენ.  სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.   

სტამბოლში მდებარე ბერძნულ ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა - ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების ევაკაუცია ვერტმფრენებით მოხდა

სტამბოლში მდებარე ბერძნულ ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა. ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების ევაკაუცია ვერტმფრენებით მოხდა, მათ გამოყვანაში პოლიციელებს და მეხანძრეებს ადგილობრივები ეხმარებოდნენ. 102 პაციენტი სხვა რეგიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ამ ეტაპზე ხანძრის მიზეზი და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.   

სტამბოლში, 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

სტამბოლის დასახლება ფიკირთეფეში საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. თურქული მედიის ცნობით, ილდირიმის ქუჩაზე მდებარე 24 სართულიანი შენობა იწვის. შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ქრობის ოპერაციას ახორციელებენ. ინოფრმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.   

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა  პაპუაშვილი სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო. ღრმად თანავუგრძნობ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენთანაა ამ რთულ დროს“, - წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“. სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა ამ დრომდე არსებული ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 80-ს აჭარბებს.  

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

უკრაინის სამი საზღვაო პორტიდან, სურსათის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა.  Financial Times: რუსეთმა შესაძლოა, მარცვლეულის დერეფანი, ექსპორტისთვის გამოიყენოს ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება სტამბულში მიიღეს, ხოლო ინიციატივის განხორციელების გარანტი გაერო და თურქეთი იყვნენ. გარდა ამისა, უკრაინა ოფიციალურად მიმართა პარტნიორებს, რომ მარცვლეულის დერეფანი ნიკოლაევის პორტიმაც გამოიყენოს. შავი ზღვის გავლით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო გადაზიდვის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინამ პირველი აგვისტოდან 11 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია 38 ქვეყანაში გაიტანა. „უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პორტების მთელი საექსპორტო პოტენციალი, რათა მსოფლიომ სწრაფად მიიღოს საჭირო მარაგი", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.  22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას. პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. 29 ოქტომბერს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის მხრიდან „ტერორისტული თავდასხმა“ დაასახელეს.  გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს. გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება. 2 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს.  14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მარცვლეულის დერეფნის გაფართოება შეუძლია.  

სტამბულში, რუსი და ამერიკელი დიპლომატების ერთმანეთს შეხვდნენ

9 დეკემბერს, სტამბულში, ერთმანეთს რუსი და ამერიკელი დიპლომატები ორმხრივი ურთიერთობის რიგი ტექნიკური საკითხების განსახილველად შეხვდნენ. როგორც ცნობილია, მხარეები განიხილავენ "რთულ საკითხებს", მათ შორის ვიზებს, საელჩოს პერსონალის რაოდენობას, თითოეული მხარის ინსტიტუტებისა და სააგენტოების მუშაობას საზღვარგარეთ და ა.შ. "შეხვედრა გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილებების ხელმძღვანელებს შორის. ეს იყო ტექნიკური შეხვედრა და არა იმის ნიშანი, რომ მხარეები მზად არიან განაახლონ "ძირითადი საკითხების" განხილვა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვიმ.  

სტამბულში, ქალაქის მოქმედი მერის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თურქეთში, სტამბულში ქალაქის მოქმედი მერის, ექრემ იმამოღლუს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა სასამართლოს მიერ ექრემ იმამოღლუსთვის პატიმრობის მისჯის ფაქტი გააპროტესტეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სტამბოლის მერისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის გამო შეშფოთებული ვართ აქტივისტებმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ქემალ ათათურქის პორტრეტი გამოფინეს და განაცხადეს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის სეკულარულ პრინციპებს ღალატობს. ცნობისთვის, სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და ორი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.   

თებერვალში სტამბულში გაზის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა დღეს დაადასტურა, რომ სტამბულში თებერვალში, ევროპის მომხმარებლებისა და გაზის მიმწოდებლების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. თურქეთმა გაზის ჰაბის შექმნის ვადები დაასახელა დონმეზის თქმით, მომავალ შეხვედრაზე იგეგმება თურქეთის ტერიტორიაზე ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ენერგეტიკული ცენტრის (ჰაბის) შექმნის საკითხის განხილვა. მისივე თქმით, მისი მეშვეობით იგეგმება არა მხოლოდ რუსული ბუნებრივი აირის, არამედ თურქეთიდან სხვა ქვეყნების ენერგომატარებლების მიწოდება. ამჟამად თურქეთი „ლურჯ საწვავს“ 12 ქვეყნიდან იღებს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი არ აპირებს რაიმე შეზღუდვას ან კონტროლს დაწესებას ტრანზაქციებზე, რომლებიც ჰაბის ფარგლებში დაიდება.  

სტამბოლის დასავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა

საინფორმაციო სააგენტო DHA იტყობინება, რომ სტამბოლის დასავლეთში ტექსტილის სახელოსნოში აფეთქება მოხდა.  არიან დაშავებულები.  სააგენტოს ცნობით, აფეთქება ბაგჯილარის რაიონში მოხდა. ძლიერი აფეთქების შედეგად ნამსხვრევები ქუჩაში მიმოიფანტა.დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სამართალდამცველები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.  

ძლიერი ნისლის გამო სტამბოლის აეროპორტში, 20-ზე მეტმა თვითმფრინავმა დაშვება ვერ შეძლო

ძლიერი ნისლის გამო სტამბოლის ახალ აეროპორტში 20-ზე მეტი რეისი ვერ შესრულდა.  საბიჰა გოკჩენის აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი თვითმფრინავების მისაღებად დაკეტილია, საჰაერო ნავსადგურიდან ფრენები ერთსაათიანი შესვენების შემდეგ ნორმალურ რეჟიმში განახლდება. „მოველით, რომ სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, - განაცხადეს აეროპორტში. მანამდე, ძლიერი ნისლის გამო დარდანელის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერდა.   

სტამბულში გაზის სამიტის იმართება

2023 წლის 14-15 თებერვალს სტამბული გაზის სამიტს (İstanbul Gas Summit) უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნები (ახლო აღმოსავლეთიდან, ხმელთაშუა ზღვიდან და ცენტრალური აზიიდან), რომლებიც „ლურჯ საწვავს“ აწარმოებენ. გაზის სამიტს ასევე დაესწრებიან „ლურჯი საწვავის“ მომხმარებლები ევროპიდან. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მან ასევე ისაუბრა თურქეთში საერთაშორისო „გაზის ჰაბის“ შესაქმნელად გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი თქმით, დღეს თურქეთი, ბულგარეთთან ერთად, განიხილავს ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, რუმინეთისა და მოლდოვისთვის გაზის მიწოდების საკითხს. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიის BOTAŞ-ის ხელმძღვანელი ომანში იმყოფება. „წელიწადში 1,4 მილიარდი გაზის შესყიდვისთვის, ჩვენ ომანთან 10-წლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ვემზადებით“, - თქვა დონმეზმა.