სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნატაშა პირც მუსარმა გაიმარჯვა.
ამას მოწმობს კენჭისყრის წინასწარი შედეგები. ამ დროისთვის ბიულეტენების 92,65%-ი დათვლილია.
მუსარი ბალკანეთის ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. ადვოკატმა და ყოფილმა ტელეწამყვანმა, ნატაშა პრიც მუსარმა ხმების 53,98% მიიღო.
მისმა მთავარმა კონკურენტმა, სლოვენიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანჟე ლოგარამ კი ხმების 46,02%-ი.
არჩევნების პირველი ტური 23 ოქტომბერს გაიმართა. 50 პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.