გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ესმის, რატომ არ მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტში, მაგრამ თვლის, რომ რუსეთის ლიდერს მის მიმართ კრიტიკა უნდა მოესმინა.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი დასწრებოდა G20-ის სამიტს, მაგრამ მას მოუწევდა ყველა შეკითხვისა და ყველა კრიტიკის მოსმენა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაჩნდა მის მიმართ. ალბათ ამიტომაც არ არის ის იქ“, - განაცხადა შოლცმა.
G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს.
G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.