ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ დღეს, უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის, დაფინანსების პირველი ტრანშის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კლევერლიმ, დღეს, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრთან ჰერმან გალუშჩენკოსთან და ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნოს დირექტორის მოადგილესთან დირკ ბუშლესთან შეთანხმება გააფორმა.
ლონდონის მიერ გამოყოფილი 10 მილიონიდან უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში, პირველი 5 მილიონი ფუნტი (5,8 მილიონი აშშ დოლარი) გადაირიცხება.
„ეს ფინანსური მხარდაჭერა, რუსული თავდასხმების ფონზე, ხელს შეუწყობს კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებას, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ოჯახებისთვისა და ობიექტებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.