უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პირობა ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
დავარწმუნე, (გენერალი მარ მილი, რედ.) რომ ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა. ჩვენი მიზანი რუსეთის ოკუპაციისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებაა. ჩვენ ამ გზაზე არანაირი პირობებით არ გავჩერდებით.
უკრაინელი სამხედროები არ დათანხმდებიან არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკებების პირობა ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია“, - აცხადებს ზალუჟნი.