სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7249 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.77 თეთრი შეადგინა.
"გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8432 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7963 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.69 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1464 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2328 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.