პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო.
"მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნისა და კინკლაობის დრო, დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ კონცენტრირდეს ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე მუშაობა. მისი დამოკიდებულება ცნობილია, ის არის ჩვენი წინსვლის გულშემატკივარი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ეს იყო გზავნილი, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ, მას მივცეთ ამის შესაძლებლობა, რომ წინსვლის დახმარება მისგან კიდევ უფრო ინტენსიური იყოს.
მოვახსენეთ, სად ვდგავართ დღეს კანონპროექტების კუთხით, რა გეგმები გვაქვს. მან დააფასა, რომ ვცდილობთ სწრაფად ვიმუშაოთ, ვუთხარი, რომ ჩვენი მიზანია ჩვენ მხარეს გადმოსროლილ ბურთს რაც შეიძლება მალე ვუპასუხოთ და ევროკავშირს მივაწოდოთ უკან იმისთვის, რომ ევროკავშირისგან გვქონდეს ჩვენი პროგრესის შეფასების მოლოდინი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.