პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს მოიწვია ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სასწრაფო სხდომა იმ ფონზე, რომ ქვეყანაში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
მანამდე სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა „კრიზისული სიტუაციის" გამო, საგანგებო შეხვედრას მართავს.
ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც რუსეთის თავდასხმას, NATO-ს ტერიტორიაზე მოჰყვა მსხვერპლი.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა არაერთხელ განაცხადა, რომ ალიანსი მისი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და არც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებია.