უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი აცხადებს, რომ „მილსადენ „დრუჟბას“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდანასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაეწერა.
მანამდე, უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდებis დროებით შეჩერების შესახებ უკრაინამ Transneft-ს შეატყობინა.
UkrTransNafta, „დრუჟბას“ უკრაინულ მონაკვეთს მართავს.
„დრუჟბა“, რომელიც რუსეთს აკავშირებს ევროპის ქვეყნებთან, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, 4000 კილომეტრის სიგრძის ქსელია. ის საბჭოთა კავშირიდან სოციალისტური ბლოკის ქვეყნების ნავთობის მომარაგებისთვის აიგო 1950-იან და 1960-იან წლებში. დრუჟბის" საშუალებით, ნავთობი რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, მათ შორის გერმანიას მიეწოდება.